Thursday, July 28, 2022

სავალდებულო ტრენინგი პროფესიულ უნარებში

 

ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა.

საგანი: ინგლისური ენა

პედაგოგი :თამარი აბდალაძე

 

პროფესიული უნარების ტრენინგი

                                                        

                                                                    რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

 

 

ტრენინგები ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობდა და ექვსივე დღე ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა.

დღე პირველი

პირველ დღეს განხილული თემატიკის შესახებ მქონდა გარკვეული წარმოდგენები. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ვიყენებდი კიდეც მსგავს მეთოდებს კლასში. მოცემულ საკითხებს ვერ აღვიქვამდი ისე მნიშვნელოვნად სესიის მოსმენამდე.

გავიგე თუ როგორ შეიძლება ჩავატარო მსამე თაობის გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლეებს განვუვითარო შემოქმედებითი აზროვნება. ეს მეთოდი დამეხმარება მე რომ თითოეული მოსწავლის იდეა გავხადო ღირებული და გამოყნებადი.ყველაზე მეტად მომეწონა იდეების გენერირების მეთოდი, ასევე გამოწვევა, რომელსაც აქამდე არ ვიყენებდი. ეს მეთოდი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ თითოეული მათგანის აზრი თავისთავად დაფიქსირდეს და შემდეგ მოხდეს ერთის ან რამდენიმეს გამოყოფა. ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებში დამჭერი უარების განვითარება, როდესაც ჩვენი იდეები მოულედნელად გვეწვევა ისინი აუცილებლად უნდა ჩავინიშნოთ,რათა არ დავკარგოთ.

მე გამოვიყენებ ტრენინგის პირველ დღეს გაჟღერებულ ყველა მეთოდს, რაც დამეხმარება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.

დღე მეორე

მეორე დდღეს განხილული თემატიკის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი სესიამდე და არც არასოდეს არ გამომიყენებია მსგავსი მეთოდი.

მოცემულ საკითხში გავიგე თუ რას ნიშნავს ბისოციაცია და მისი შინაარსობრივი მხარე,რომლის ძირითადი იდეა არის ლოგიკური კავშირების პოვნა ისეთი წარმოდგენებით და  სურათებით რომელთა შორის კონცეპტუალური განსხვავებებია. მეთოდის ძირითადი მიზანია მენტალური რუტინის განსაზღვრა ახალი პერსპექტივების საშუალებით უჩვეულო იდეების პოვნა.  ასევე აბლოლიტურად  განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების ექსტრემალურ სიტუაციიდან თავის დაღწევა,ორმაგი გათვლა.

ბისოციაციის თეორია გვეხმარება ჩვენი იდეების ულიმიტოობაში.ანუ ერთი ერთი კავშირიდან მეორეზე გადასვლა მეპრედან მესამეზე და ა.შ.

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ახალი მასალის ასახსნელად ,როდესაც ძველიდან გამომდინარე მსურს გაკვრთილის ახსნა.

დღე მესამე

ტრენინგის მესამე დღე ასევე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდებით დატვირთული აღმოჩნდა.მოცემული თემატიკის შესახებ მანამდე არ მსმენოდა და აქედან გამომდინარე უამრავი ახალი იდეებითა და მეთოდებით დავიხუნძლე.

ახალ მეთოდს, რომელსაც ტრენინგზე გავეცანი ქვია ,,მომავლის  სახელოსნო’’ ,სადაც გავიგე რომ აქ ყველა მოსწავლეს თანაბარი შესაძლებლობები გააჩნია და ყველა მოსწავლე თანაბარია.

მოცეულ საკითხში ყველაზე ღირებული ჩეთვის იყი ის რომყ ველა მსწავლეს განურჩევლად აკადემური მოსწრებისა შეუძლია ჩაერთოს დისკუსიაში,მოაგვაროს ( გადაჭრას) პრობლემა და საკითხს ,მიუდგეს შემოქმედებითად.

მიღებულ ცოდნას აუციებლად გამოვიყენებ განსაკუთრებით მაღალკლასელ მოსწავლეებთან  სააღმზრდელო საათის დროს და მშობლებთან ურთიერთობისას.

 

დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღე დაეთმო საკმაოდ საინტერესო და სახალისო მეთოდს ,რომელსაც ,,იდეების სახელოსნო’’ ქვია რომელიც მანამდე შესაძლოა მსმენია,მაგრამ არა ამ სახელწოდებით.

მოცემული მეთოდის მიხედვით სამუშაო ცენტრში დგას პრობლემის გადაჭრის განვითარება ფანტაზიის გამოყენებით და საკუთარი შედეგების განხორციელებისთვის.

მოცემული საკითხის საშუაებით მოსწავლეებს შეუძლიათ უამრაი იდეის გენერირება.

,,იდეების სახელოსნოში’’ ჩეთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ის რომ მოსწავლეები ამ გზით შეძლებენ საკუთარი ახრის თამამად გამოხატვის უნარის განვითარებას.

 

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა,რადგან განვიხილეთ წინა დრღეს ჯგუფურად შესრულებული პრეზენტაციები,რომლის წარდგენაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ჩვენი პრეზეტაცია ავაგეთ  ,,მორფოლოგიური ყუთის’’  მეთოდის მხედვით, სადაც უნდა დაგვესვა პრობლემა და მოგვეძებნა მისი შესაძლო გადაჭრის გზები. თითოეულმა ჯგუფის წევრმა დააფიქსირა თავისი იდეები პრეზენტაციაში.

საკითხი რომელსაც ,,აზროვნების ექსი ქუდი’’ ერქვა არ მსმენოდა მასზე და უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგე.ის ძალიან ხელსაყრელი ინსტრუმენტია შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.

მეთოდი მიზნად ისახავს მოსწავლეებში გონებრივი და ყველა ის აზრობრივი პროცესების რომლის მიზანია აბსტრაქტული და მენტალური  უნარების განვითარება.

მოცემულ მეთოდს გამოვიყენებ დაწყებითი საფეხურის მოდწვლეებთან.

 

დღე მეექვსე.

მეექვსე დღე დაეთმო პრეზენტაციების განხილვას სადაც ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში.დავალების მიხედვით უნდა დაგვეწერა პროექტი სასკოლო ღონისძიებისთვის მიძღნილი ,,შემოქმედებითი კვირეული’’. რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარების განვითარება.

პროექტის წარდგენის ბოლოს მივიღეთ კოლეგებისა და ტრენერის საინტერესო უკუკავშირები,რომლებმაც დაგვაფიქრა პრეზენტაციის სწორად წარმართვაში.

საერთო ჯამში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეებითა და მეთოდებით დახუნძული დავამთავრე ტრენინგი,რომელმაც უამრავი სასარგებლო სწავლების სტრატეგიები და მეთოდები შემძინა.

 

კათედრის სემესსტრული ანგარისი

 

მუხლუხოდან პეპელამდე

 მეორე  კლასშებში  მოსწვლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაცია თემაზე ‘’მუხლუხოდან პეპელამდე’’.

პირვე რიგში მათ გაიაზრეს საგაკვეთილო თემა და უდიდესი ენთუზიაზმით წარმოადგინეს პრეზენტაცია,სადაც არწერეს ნახატებით და შესაბამისი სურათებით თუ როგორი გზა გაიარა მუხლუხომ რომ პეპელად გადაქცეულიყო.

მოსწავეებმა ამ საგაკვეთილო თემის მეშვეობით შეისწავლეს ფერები და მათი პრაქტიკული გამოყენებაც შესანიშნავად მოახდინეს.

ბიძია ფილის მაღაზია

ასევე მეორე კლასებში მოსწავლეებმა გაითამაშეს როლური თამაში, სადაც წარმოადგინეს სცენა სათამაშოების მაღაზიაში.. მათ სახლიდან მოიტანეს თავიანთი საყვარელი სათამაშოები აღწერეს ისინი და შემდეგ გაითამაშეს დიალოგის სცენა სახელწოდებით ‘’ბიძია ფილის მაღაზია’’.

მოსწავლეებმა კონკრეტული აქტივობით უფრო ნათლად და სიღრმისეულად დაიმახსოვრეს სათამაშოების სახელწოდება ინგლისურ ენაზე და რაც მთავარია მოახდინეს მათი წინადადებებში გამოყენება და ერთმანეთში კომუნიკაციის დამყარება..

სწავლა კეთებით „ როგორ მოვამზადოთ ინგლისური ჩაი’’

მესამე ა და ბ კლასის ,მოსწავლეებმა თემის განხილვის შემდეგ თვითონ მოამზადეს ინგლისური ჩაი გაკვეთილის პროცესის განმავლობაში,სადაც მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი ჩართული იყო.. მათ კეთების პროცესში  წარმოთქვეს  ჩაის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები და ასევე მომზადების წესი.. მოსწავლეთათვის კონკრეტული აქტივობა ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისოც აღმოჩნდა. საინტერესო კი ის არის რომ მათ საშინაო დავალებად ჩაწერეს ვიდეო, სადაც თვითონ ამზადებენ ჩაის და ინგლისურადაც გვიყვებიან ამის შესახებ.

 

ასევე ჩავატარე კომპლექსური დავალებები : მეორე , მესამე და მეთხე  ა და ბ კლასებში.

კოპლექსურების შინაარსის და თემის განხილვა თუა საჭირო დავწერ მაგათაც.

 

თამარი აბდალაძე

19/11/2021

დედამიწის საერთაშორისო დღე

 

The earth’s day 21.05.21

დედამიწის საერთაშორისო დღე IVაბ kკლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს, სადა მათ დავალების მიცემამდე ვაყურებინე მოკლე ვიდეო თუ როგორ ანადგურებბს მათ ხალხი. ეს ერთგვარო მტივაციაა იყ მათვის რომ დავალებუს მისაცემად ნიადაგი მომეზზადებინა. მათ დავუსვი კითხვა თუ რითი შეეძლოთ საყაროს დახმარება და როგორ ნახას და სლოგანს მოიფიქრებდნენ ისეთს რომ ხალხს გული აუჩუყდეს და სინანულის გრძნობა გაუჩნდეს. მოსწავლეებმა მართლაც რომ მრავალფეროვანი, მრავლისმეტყველი ნახატები წარმოადგინეს საინტერესო ფრაზებით. მათ ნამუშევრებში აშკარად გაოიხატებოდა განსხვავებული აზრები და შეხედულებებიდედამიწის დასაცავად.

ყველაზე მნიშვნელვანი კი ჩემთვის ,როგორც მასწავლებლისთვის აღმჩნდ ის რომ მათში გავაღვივე ის ის გრძნობა რომელსაც ბუნებისადმი სიყვარული და დაცვა ჰქვია.მათ უკვე იციან რომ უნდა დაიცვან თავიანთი დედამიწა და სხვასაც უნდა მოუწდონ ამისათვის.





სად არუს ტყე?

 

სად არის ტყე?

მოცემული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებში,სადაც მათ თავი ტყის ცხოველების გმირებად უნდა წარმოედგინათ და ერთგვარი ნიღბების თეატრი უნდა მოეწყოთ.

თემა რომლის სათაურიც იყო: ‘’სად არის ტყე’’ მთავარი გმირი კურდღეი გახლდათ..ის ეძებდა ტყეს და ამ დროს ხვდებოდა და მართავდა დიალოგს ტყეში მცხოვრებ ბინადრებს. მოსწავლეებმა ამ დიალოგით დაინახეს ცხოველთა სახეები თუ რამდენად სახასიათოა თითოეული მათგანი თავისი ხმის ტემბრითა და მოქმედებებით. ყველაზე საინტერესო კი ეს მათი ხასიათი ტექსტის მსასმენ მასალაში მეტად კაფიოდ გამოიკვეთა,სადაც ყველა ცხოველი თავისი ხმით საუბრობდა ,ეს ყველაფერი კი მოსწავლეს თვითონ აგრძნობინებდა თავს ტყეში. დავალების მიცემისას კი თვითოონვე გაუჩდა სურვილი დიალოგში მონაწილე ცხოველების როლები შეესრულებინათ და ნიღბები მოერგოთ. სპეკტაკლის დროს კი თავად მათ შესანიშნავად ითამაშეს თავიანთი როლები და და მათვე შექმნილი ნიღბები მოირგეს.

ვფიქრობ   მოსწავლეებმა გაიგეს და მთლიანად შეისისხლხორცეს ეს დავალება რაც შესანიშნავად გამოიყენეს პრაქტიკაში.




კომპლექსური დავალება მეოთხე კლასი

 

06/06/2021

‘’Places to visit’’

კომპლექსური დავალება ჩავატარე IV აბ კლასებში, სადაც მოსწავლეებს უნდა ემსჯელათ ინდივიდუალურად თუ რომელ ადგილს ესტუმრებოდნენ.

კომპლექსური დავალების პრინციპის მიხედვით მოსწავლეებს განსახილველი თემა ორი კვირით ადრე მივეცი,გამომდინარე აქედან მათ ბევრი ჰქონდათ დავალების შესასრულებლად.

კომპლექსური დავალების წარდგენისას გდავედით საგაკვეთილო თემის ახალ იუნიტზე..თავდაპირველად გამოვიკითხე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და მასზე დაყრდნობით,მათთან ერთად დავიწყე ახალ სიტყვებსა და გრამატიკის ელემენტებზე მუშაობა.ეს ყველაფრი კი მჭიდრო კავშირში იყო დავალების თემასთან.მათ იკვე იცოდნენ დავალების პირობა და შეეძლოთ რომ დავალებბა განსაზღვრულ დროში ან უფრო ადრე ჩაებარებინათ.

ზოგიერთმა მათგანმა პრეზენტაციები დროზე ადრე მოიტანეს და შესანიშნავად წაროადგინეს, მათ აღწერესთავიანთი საყვარელი ქვეყანა რომეკლსაც ესტუმრებოდნენ.ზოგმა კომპიუტერში მოამზადა პრეზენტაცია ,ზოგმაც კი პლაკატზე წარმოადგინა.

თითქოს მათ მთელს მსოფლიოში იმოგზაურეს და ღწერეს ის ღირსშესანიშნავი ადგილები რომელსაც ესტუმრებოდნენ და ერთგვარი გიდის როლი შეასრულეს მათ გაკვეთილზე.

რაც მთავარია მათ შეიძინეს აუდიტორიის წინაშე თამამად გმოსვლის უნარები, ასევე ცდილობდნენ სწორად დაეცვათ  ინტონაცია და მახვილი სიტყვებსა და წინადადებებში.





მის ლემონის კალათა

 

Miss lemon’s basket

მოცემული რესურსი  ზალიან საინტერესო და გამოსაყენებელია,რადგან ის სრულიად არის მორგებილი გაკვეთილის სააჭიროებებს ,რათა მასალა უფრო მიმზიდველი და დასამახსოვრებელი გახდეს.

პირველად როდესაც ეს რესურსი მოსწავლეებთან შსევიტანე, ისინი მართლც არ მალაავდნენ ემოციებს.კალათი  თავისი ხილის შგთავსით ზუსტად იმ ფერებში იყო გაფერადებული და დახატულ-გამოჭრილი როგორც მათ წიგნში.გავაცანი მის ლემონის კალატა, მათ აზღწერეს და დაასახელეს მასში  მოთავსებული ხილი.მათ ამით  გაიხსენეს ფერები, ხილი,და ასევე სურვილის გამმოხატვა, თუ რა მოსწონათ და რა ამ კალათიდან.ეს კკალაათი ერთგვარი მოტივაცია და მამოძრავებელი ღესძი აღმოჩნდა გაკვეთილისთვის. მათ უფრო იოლად შეძლეს ესაუბრათ,შეხებოდნენ და უფრო ახლოს აღექვათ მთავარი სასაუბრო საგანი.ყველაზე საინტერესო და მათთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ის  როდესაც წიგნის გადაშლა ვთხოვე მათ თვალები გაკვირვებისგან და სიხარულისგან გაუფართოვდა,რათა  წიგნშიც  მხგავსი ნახატი იყო. მათ უფრო იოლად წარმოიდგინეს რო თითქოს პიკნიკზე ისხდნენდა მათან ერთად განიხილავდნენ მის ლემონის კალატასჰი მოთავსებულ ხილს.

ეს რესურსი მე ძალიან დამეხმარება მოცემული გაკვეთილს და არამარტო ამ გაკვეთილის გამრავალფეროვნებაშ.რათა უფრო დასამახსოვრებელი გახდეს გაკვეძილი და რაც მთვარიაძალიან სიღრმისეულად დაინახხავენ მთავარ სათქმელს/.

ბლინების მომზადება

 

პროექტ გაკვეთილი თემაზე : „“ბლინების მომზადება’’ make some pan cake’’04/21

ბლინების მომზადება ,რომელიც ეძღვნეოდა კეთებით სწავლებას.მოსწავლეებმა ჩაწერეს ვიდეო ბლინების კეთებოს პროცესში ,სადაც ინგლისურად აღწერეს მასში შემავალი ინგრედიენტები და მომზადების პროცესი..პროექტი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო , რადგან ის ხელს უწყობდა მოსწაცლეებში ამბედაობის უნარების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია სწორად წარმოთქმის იოლად დასწავლაში დახმარებას.

საგაკვეთილო თემაც ბლინების ომზადებას ეხებოდა,სადაც ლექსის სახით იყო წარმოდგენილი მატი მომზადება და მსასმენ მასალასთან ერთად, მოსწავლეები სიმღერ-სიმღერით ტვებოდნენ ინგრედიენტებს და მომზადების წესს. ყველაზე მეტად მათი ყურადღება ლექსში წარმოდგენილმა რითმატა თანხვედრამ მიიქცია რადგან მასსი შემავალი ფრაზების გასამეორებლად და შემდგომში სასწავლად ადვილი და საინტერესო აღმოცნდა მოსწვლეთათვის,

ყველაზე შთამბეჭდავი მათთვის,  როგორც ზემოთ ავღნიშნე, დავალების შესრულება აღმოჩნდასადაც ზოგიერთმა მისწავლემ მზარეულობის ნიჭიც ი არმოაჩინა. მათი მადლიერებით დ=სავსე თვალებით შესრულებული სანატრელი დავაებით ზოგიერთს ოცნებაც აუხდა და მიეცა რაიმეს მმზადების შესაძლებლობა და თან ეს ხომ ყველასავის საყვრელი ბლინები არის..

ამ გაკვეთილმა დამანახა რომ სწავლა სწავლება ნამდვილი ხელოვნებაა,რადგან არამხოლოდ ინგლისურ ენას სწავლობს მკსწავლე არამედ რაიმეს შექმნას და მს პრაქტიკულად გამოყენებას.