Wednesday, July 27, 2022

საკვები ფერმიდან სუფრამდე

 













სასწავლო პროექტის

ფერმიდან სუფრამდე

 

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი

თამარი აბდალადძე

რაიონი

იმერეთი

სკოლა

#6 საჯარო სკოლა

ქალაქი

ტყიბული

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

საკვები ფერმიდან სუფრამდე

თემის შინაარსი

ინფორმაციის მოძიება , საკვები პროდუქტების შესახებ. საკვები რომელიც სუფრაზე შეილება მივიტანოთ როგორ ხდება მისი დარგვა, გაზრდა და წარმოება,მოსავლის ლოდინი. მოსავლის შედეგების შეფასება ფოტოსურათებით, ანალიზის გაკეთება და დასკვნა.

საგანი

ინგლისური

დონე/კლასი  

დაწყებითი საფეხური, მე-4 კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

 4 კვირა

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

·         Iუცხ.დაწყ.(I)4 ნაცნობ თემებზე ან უშუალო მოთხოვნილებებზე კითხვების დასმა ან კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივი ენით;

 

·         Iუცხ.დაწყ.(I)5 სხვადასხვა უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ბგერების, გამოთქმისა, მახვილებისა და ინტონაციის დაცვით საბავშვო ტექსტების (მაგ. ლექსების, სკეტჩების, გათვლების) ზეპირად თქმა საკომუნიკაციო უნარების დასაუფლებლად

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

 

მოსწავლეები შეძლებენ:

 

·         დაასახელონ სხვადასხვა პროდუქტების ნირსახეობა

·         იმსჯელონ საკვები პროდუქტების ჯანსაღ და არაჟანსაღ სახეობებზე

·         გაითავისონ საკვები ბროდუქტების წარმომავლობა და დაინტერესდნენ სასოპლო სამეურნეო საქმიანობით.

·         აწაარმოონ ეტაპობრივი დაკვირვება მათ მიერ დათესილი ბოსტნეულის შედეგებზე

·         ოიპოვონ სათანადო ინფორმაცია ჯანსღი პროდუქტების შესახებ

·         შეეძლებათ ახსნან თუ რატომ ვერ აღმოცენდა კონკრეტული ბოსტნეული და რა არის საჭირო მის უკეთ განვითარებისთვს.

·         შეძლებენ შეაჯამონ შედეგები და გამოიტანნ სამომავო ქმედებისთვის დასკვნები.

 

 

 

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

 

ზოგადი კითხვა:

    

1.როგო  შეიძლება ვაწარმოოთ პროდუქტი სანამ სუფრამდე მივიტანთ?

 

 

 

თემატური კითხვა:

 

1.       ახდენს თუ არა გავლენას გარემო პირობები მცენარეების ზრდა-განვითარებაში?

2.       რა საქმიანობით არიან დაკავებული სოფელში მცხოვრები და ფერმაში მომუშავე ხალხი.

                                   

 2. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯანსაღი საკვები პროდუქტები მივირთვათ

     

 

შინაარსობრივი კითხვები:

 

 რა სახით შეილება ვაწარმოოთ პროდუქტი სანამ სუფრამდე მივიტანთ?

  ა) მაღაზიაში შევიძენთ?

  ბ) მიწას დავამუშავებთ?

  გ) დავამუშავებთ და დავრგავთ თესლებს ?

 დ) ჩავალთ ნათესავის ბოსტანში და მოვკრიფავთ ბოსტნეულს?

 

 

 

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გონებრივი

იერიში

ვიცი,

მინდა

ვიცოდე,

ვისწავლე

თვითშეფასება,

რეფლექსია

პროგრესის

ანგარიშები

წერითი და ზეპირი ტესტები

პრეზენტაციები

სასწავლო კონფერენცია

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტის დაწყებამდე წერითი დავალებისა და ზეპირი შეკითხვების საშუალებით დავადგენ, თუ რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები პროექტისთვის შერჩეულ თემასთან დაკავშირებით. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ მათი მუშაობის ამსახველი ფოტო- ან ვიდეომასალა. საჭიროების შემთხვევაში ვუწევ სათანადო კონსულტაციას, როგორც ჯგუფებს, ისე ინდივიდუალურად ცალკეულ მოსწავლეს. დასასრულს, მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს და ისევ წერითი დავალების საშუალებით ვამოწმებ, თუ რა ცოდნა შეიძინეს მათ არჩეულ თემასთან დაკავშირებით. დასკვნით ნაწილში ვახდენ საბოლოო შეფასებას, როგორც განმსაზღვრელს, ისე განმავითარებელს.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

v  ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება როგორც ინტერნეტში, ისე ბეჭდურ მასალებში;

v  ინფორმაციის „გაფილტვრის“ უნარი, ანუ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა;

v  ინტერნეტიდან ფოტოს, ტექსტის და ა.შ. გადმოწერა;

v  Microsoft Word-სა და Power Point-ში მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევა;

v  საკუთარი იდეის / ჩანაფიქრის ვიზუალური სახით გადმოცემა.

გუნდში მუშაობისა და თანამშრობლობის უნარ-ჩვევა.

     პროექტის პირველ ნაწილში მოსწავლეებს ვაცნობ სასწავლო პროექტის მნიშვნელობას და ვუსაბუთებ, თუ რატომ არის მათთვის საინტერესო (და გარკვეულწილად, სახალისოც) პროექტზე მუშაობა, დამატებითი ინფორმაციისთვის ვიყენებ ჩემ მიერ პროექტისთვის შექმნილ ბროშურას.

     შემდეგ დაფაზე ვწერ პროექტის სახელწოდებას - „რკინის ჟანგვის პირობების კვლევა“.  განვუმარტავ, რომ პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, კლასშიც გავივლით აღნიშნულ თემას, რაც დაეხმარება მათ უკეთ გაერკვნენ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და დავალების შესრულებაში.

     პირველ ეტაპზე ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხს.

     კლასს ვაცნობ შეფასების სქემას, რათა თითოეულმა მოსწავლემ იცოდეს, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან დასასრულს.

     პროექტის მეორე ნაწილში ვამოწმებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ამისთვის ვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ მარტივ წერით დავალებას, რომელშიც მოცემულია სავარჯიშოები და შეკითხვები თემის გარშემო. მოსწავლეებს ვთხოვ, დავალებაზე იმუშაონ ინდივიდუალურად, პასუხის არცოდნის შემთხვევაში დავალება დატოვონ უპასუხოდ. ეს დავალება დაგვეხმარება როგორც მე, ისე - მოსწავლეებს, რათა პროექტის დასრულების შემდეგ შევაჯამოთ და შევაფასოთ, თუ რა იცოდნენ მათ მოცემული თემის შესახებ პროექტის დაწყებამდე და რა ისწავლებს პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში.

     მომდევნო ეტაპზე გონებრივი იერიშის და ზეპირი შეკითხვების, ასევე, „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ გრაფიკული ორგანაიზერის დახმარებით ვცდილობ გავააქტიურო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და პროექტზე მუშაობისთვის კიდევ უფრო მეტი დაინტერესება და სტიმული გამოვიწვიო მათში.

     პროექტის მესამე ნაწილში მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას, რისთვისაც დაფაზე ვუწერ ინტერნეტ-ვებ-გვერდებს და ვუთითებ ბეჭდურ რესურსებს. ვცდილობ, ხაზი გავუსვა, თუ რა ტიპის ინფორმაცია მოიძიონ და შეაგროვონ. მოცემულ პროექტში საკმაოდ გვხვდება უცხო ტერმინები, ამიტომ დაფაზე ვწერ საკვანძო სიტყვებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტში ადვილად იპოვონ საჭირო და ამავე დროს, მრავალფეროვანი ინფორმაცია.

     ამავე ეტაპზე ვახდენთ იდეების გენერირებას, თუ რა სახით შეუძლიათ მათ წარმოადგინონ თავიანთი პროექტი, ეს იქნება: კომპიუტერში შესრულებული პრეზენტაცია, ბროშურა, პოსტერი, მოდელი ჯაჭვის სახით, პროექტის უცხო სიტყვათა ლექსიკონი თუ სხვა. შესაბამისად, მოსწავლეები მოიფიქრებენ და შეარჩევენ დამხმარე რესურსებსა და მასალას თავიანთი იდეის განსახორციელებლად.

     პროექტის მეოთხე ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ პროექტის საბოლოო პროდუქტზე მუშაობას. ამ პერიოდში მათ უნდა შეაგროვონ ვიდეო- ან ფოტომასალა რომელშიც ასახული იქნება, თუ როგორ მუშაობს პროექტზე  თითოეული წევრი.

     პროექტის მეხუთე ნაწილი 2 მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება:

·         I ეტაპზე მოსწავლეები კლასში წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს და ვაფასებ, თუ რამდენად შეესაბამება ის პროექტის თემას, რამდენად სწორად არის შერჩეული ინფორმაცია, როგორ გააფორმეს და რა კრეატიული იდეები გამოიყენეს მათ თავიანითი ნაშრომის ორიგინალურად წარმოჩენისათვის.

·         II ეტაპზე მოსწავლეებს ვაძლევ იმავე წერით დავალებას, რომელიც პროექტის დასაწყისში გამოვიყენე და ვთხოვ, შეავსონ ინდივიდუალურად.

·         მოსწავლეთა მიერ ორივე ეტაპზე მოცემულ შედეგს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.

     პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებთან ერთად ვახდენ პროექტის შეფასებას ჩემ მიერ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიფერენცირებული სწავლება

 

სპეციალური საჭიროებები

·      სწავლებაში შემაქვს მოსწავლის ინდივიდუალური სწავლების პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებები;

·      ნაცვლად მთლიანი დავალებისა, მოსწავლის ყურადღებას ვამახვილებ თემის რამდენიმე ასპექტზე;

·      ვცვლი შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას;

·      პროექტის შესასრულებლად ვაძლევ დამატებით დროს;

·      მოსწავლეს საშუალებას ვაძლევ იმუშაოს კომპეტენტურ პარტნიორებთან;

მოსწავლესთან მუშაობისთვის დახმარებას ვთხოვ მოხალისე მშობლებს.

 

არაქართულენოვანი

მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 

·       თემის შესახებ გარკვეულ მასალას ვაწოდებ მოსწავლეს თავის მშობლიურ ენაზე;

·       ვაწოდებ უფრო მეტად ილუსტრირებულ მასალას, ვიდრე ტექსტურს.

·       მოსწავლეს საშუალებას ვაძლევ იმუშაოს იმ მოსწავლეთა გუნდში, რომელთაც შედარებით კარგად ესმით მისი მშობლიური ენა;

მოსწავლესთან მუშაობისთვის დახმარებას ვთხოვ მოხალისე მშობლებს ან უცხოენოვან მასწავლებელს.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

·         ხელს ვუწყობ მოსწავლეს საკითხის სიღრმისეულად შესწავლაში;

·         საშუალებას ვაძლევ მოსწავლეს გამოიყენოს ლიდერის უნარ-ჩვევები ჯგუფის ორგანიზებისა და სამუშაოზე ფოკუსირების მიზნით;

ვცდილობ წავახალისო მოსწავლე, რათა თავისი პროდუქტის შექმნისას გამოიყენოს მოწინავე ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და კრეატიული იდეები.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 DVD ფლეიერი

 ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 პროექტორი

 სკანერი

 ტელევიზორი

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

 სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 საგამომცემლო პროგრამები

 ელფოსტის პროგრამა

 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

 ინტერნეტძიება

 მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა

 ვორდის პროგრამა

 სხვა      


ბეჭდვითი მასალები

v მოსწავლის სახელმძღვანელო - „ქიმია“, VIII კლასი,   ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011 წელი.

„მეცნიერების ენციკლოპედია (ენციკლოპედია + ინტერნეტი)“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წელი.

ინვენტარი/მასალები

ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.

ინტერნეტრესურსები

ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.

სხვა რესურსები

საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


 

 

 

 

 

 

m

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                      m

 

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment