Thursday, July 28, 2022

სავალდებულო ტრენინგი პროფესიულ უნარებში

 

ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა.

საგანი: ინგლისური ენა

პედაგოგი :თამარი აბდალაძე

 

პროფესიული უნარების ტრენინგი

                                                        

                                                                    რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

 

 

ტრენინგები ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობდა და ექვსივე დღე ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა.

დღე პირველი

პირველ დღეს განხილული თემატიკის შესახებ მქონდა გარკვეული წარმოდგენები. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ვიყენებდი კიდეც მსგავს მეთოდებს კლასში. მოცემულ საკითხებს ვერ აღვიქვამდი ისე მნიშვნელოვნად სესიის მოსმენამდე.

გავიგე თუ როგორ შეიძლება ჩავატარო მსამე თაობის გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლეებს განვუვითარო შემოქმედებითი აზროვნება. ეს მეთოდი დამეხმარება მე რომ თითოეული მოსწავლის იდეა გავხადო ღირებული და გამოყნებადი.ყველაზე მეტად მომეწონა იდეების გენერირების მეთოდი, ასევე გამოწვევა, რომელსაც აქამდე არ ვიყენებდი. ეს მეთოდი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ თითოეული მათგანის აზრი თავისთავად დაფიქსირდეს და შემდეგ მოხდეს ერთის ან რამდენიმეს გამოყოფა. ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებში დამჭერი უარების განვითარება, როდესაც ჩვენი იდეები მოულედნელად გვეწვევა ისინი აუცილებლად უნდა ჩავინიშნოთ,რათა არ დავკარგოთ.

მე გამოვიყენებ ტრენინგის პირველ დღეს გაჟღერებულ ყველა მეთოდს, რაც დამეხმარება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.

დღე მეორე

მეორე დდღეს განხილული თემატიკის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი სესიამდე და არც არასოდეს არ გამომიყენებია მსგავსი მეთოდი.

მოცემულ საკითხში გავიგე თუ რას ნიშნავს ბისოციაცია და მისი შინაარსობრივი მხარე,რომლის ძირითადი იდეა არის ლოგიკური კავშირების პოვნა ისეთი წარმოდგენებით და  სურათებით რომელთა შორის კონცეპტუალური განსხვავებებია. მეთოდის ძირითადი მიზანია მენტალური რუტინის განსაზღვრა ახალი პერსპექტივების საშუალებით უჩვეულო იდეების პოვნა.  ასევე აბლოლიტურად  განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების ექსტრემალურ სიტუაციიდან თავის დაღწევა,ორმაგი გათვლა.

ბისოციაციის თეორია გვეხმარება ჩვენი იდეების ულიმიტოობაში.ანუ ერთი ერთი კავშირიდან მეორეზე გადასვლა მეპრედან მესამეზე და ა.შ.

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ახალი მასალის ასახსნელად ,როდესაც ძველიდან გამომდინარე მსურს გაკვრთილის ახსნა.

დღე მესამე

ტრენინგის მესამე დღე ასევე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდებით დატვირთული აღმოჩნდა.მოცემული თემატიკის შესახებ მანამდე არ მსმენოდა და აქედან გამომდინარე უამრავი ახალი იდეებითა და მეთოდებით დავიხუნძლე.

ახალ მეთოდს, რომელსაც ტრენინგზე გავეცანი ქვია ,,მომავლის  სახელოსნო’’ ,სადაც გავიგე რომ აქ ყველა მოსწავლეს თანაბარი შესაძლებლობები გააჩნია და ყველა მოსწავლე თანაბარია.

მოცეულ საკითხში ყველაზე ღირებული ჩეთვის იყი ის რომყ ველა მსწავლეს განურჩევლად აკადემური მოსწრებისა შეუძლია ჩაერთოს დისკუსიაში,მოაგვაროს ( გადაჭრას) პრობლემა და საკითხს ,მიუდგეს შემოქმედებითად.

მიღებულ ცოდნას აუციებლად გამოვიყენებ განსაკუთრებით მაღალკლასელ მოსწავლეებთან  სააღმზრდელო საათის დროს და მშობლებთან ურთიერთობისას.

 

დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღე დაეთმო საკმაოდ საინტერესო და სახალისო მეთოდს ,რომელსაც ,,იდეების სახელოსნო’’ ქვია რომელიც მანამდე შესაძლოა მსმენია,მაგრამ არა ამ სახელწოდებით.

მოცემული მეთოდის მიხედვით სამუშაო ცენტრში დგას პრობლემის გადაჭრის განვითარება ფანტაზიის გამოყენებით და საკუთარი შედეგების განხორციელებისთვის.

მოცემული საკითხის საშუაებით მოსწავლეებს შეუძლიათ უამრაი იდეის გენერირება.

,,იდეების სახელოსნოში’’ ჩეთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ის რომ მოსწავლეები ამ გზით შეძლებენ საკუთარი ახრის თამამად გამოხატვის უნარის განვითარებას.

 

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა,რადგან განვიხილეთ წინა დრღეს ჯგუფურად შესრულებული პრეზენტაციები,რომლის წარდგენაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ჩვენი პრეზეტაცია ავაგეთ  ,,მორფოლოგიური ყუთის’’  მეთოდის მხედვით, სადაც უნდა დაგვესვა პრობლემა და მოგვეძებნა მისი შესაძლო გადაჭრის გზები. თითოეულმა ჯგუფის წევრმა დააფიქსირა თავისი იდეები პრეზენტაციაში.

საკითხი რომელსაც ,,აზროვნების ექსი ქუდი’’ ერქვა არ მსმენოდა მასზე და უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგე.ის ძალიან ხელსაყრელი ინსტრუმენტია შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.

მეთოდი მიზნად ისახავს მოსწავლეებში გონებრივი და ყველა ის აზრობრივი პროცესების რომლის მიზანია აბსტრაქტული და მენტალური  უნარების განვითარება.

მოცემულ მეთოდს გამოვიყენებ დაწყებითი საფეხურის მოდწვლეებთან.

 

დღე მეექვსე.

მეექვსე დღე დაეთმო პრეზენტაციების განხილვას სადაც ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში.დავალების მიხედვით უნდა დაგვეწერა პროექტი სასკოლო ღონისძიებისთვის მიძღნილი ,,შემოქმედებითი კვირეული’’. რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარების განვითარება.

პროექტის წარდგენის ბოლოს მივიღეთ კოლეგებისა და ტრენერის საინტერესო უკუკავშირები,რომლებმაც დაგვაფიქრა პრეზენტაციის სწორად წარმართვაში.

საერთო ჯამში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეებითა და მეთოდებით დახუნძული დავამთავრე ტრენინგი,რომელმაც უამრავი სასარგებლო სწავლების სტრატეგიები და მეთოდები შემძინა.

 

No comments:

Post a Comment