სამოდელო
ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა
და ბუნებისმეტყველებაში.
სსიპ
- ქალაქ ტყიბულის N 6 საჯარო სკოლა.
გაკვეთილის თემა:’’ How do animals live in the deserts?’’( როგორ ცხოვრობენ
ცხოველები უდაბნოში?)
სწავლების საფეხური, კლასი:დაწყებითი,4ა კლასი.
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 19 მოსწავლე
ირიცხება,აქედან ერთი არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
პედაგოგი:ინგლისური ენის
მასწავლებელი თამარი აბდალაძე.
თარიღი :29.03.2019
ესგ-ით განსაზღვრული სტანდარტი, მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორი:
ბუნებისმეტყველება
ბუნ.IV.7
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ბუნებაში წყლის წრებრუნვის აღწერა
ინგლისური ენა
უცხ.დაწყ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე
ზომის ტექსტების მოსმენა/ყურება და გაგება
უცხ.დაწყ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი
მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება
უცხ.დაწყ.IV.10 .მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის
პროცესზე დაფიქრება,საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა
და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
გაკვეთილის მიზანები საგნების მიხედვით: მოსწავლეებმა
შეძლებენ ინგლისურ ენაზე
·
ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერას და მათ გამომწვევ
მიზეზებზე მსჯელობას; წყლისა და ხმელეთის სხვაასხვა ობიექტებისა (უდაბნო,ტროპიკული ტყე) და წყლის წრებრუნვის აღწერას ბუნებაში(წვიმა)და დაადგენენ მის მნიშვნელობას ცოცხალი
და არაცოცხალი ბუნებისთვის;
·
მსჯელობა- შეჯამების დროს განავითარონ სამეტყველო უნარ-ჩვევები.
სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაბამისი მიზანი:
ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
N
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
საწავლო
რესურსი
|
დრო
(წთ)
|
შეფასება
|
თითოეული აქტივობის
შემდეგ მისაღწევი შედეგი
|
1
|
საორგანიზაციო საკითხი,წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი საორგნიზაციოსაკითხის მოგვარების
შემდეგ აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკას.
ა) მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს აღწერონ ამინდი და მიმოიხილონ წელიწადის დროები.
ისინი პასუხობენ კითხვებს თემაზე:წვიმა,
წყლის ბრუნვა და ტროპიკული ტყეები.
სსსმ მოსწავლე მექანიკურად ჩამოთვლის წელიწადის
დროებს
ბ) ცდის ჩატარება /სჯელობა
ცდის ჩატარების წინ მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს კითხვას:’’How
do we know about the watercycle?’’
(რა ვიცით ჩვენ წყლის ბრუნვის შესახებ?)’’ცდის დროს ხედავენ ბავშვები თუ როორ გამოიყოფა
ორთქლი თავმოკრული პოლიეთილენის პარკიდან, რომელშიც
ცხელი წყლით სავსე ჭიქაა მოთავსებული .
მოსწავლეები აღწერენ და განიხილავენ ცდის მიზანს მიმდინარეობასა და შედეგს.
სსსმ მოსწავლე გამოარჩევს მასწავლებლის მიერ დასახელებულ შესაბამის ბუნებრივ
მოვლენას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეშვეობით
|
ვერბალური
გონებრილვი იერიში
კითხვა -პასუხი,
ცდის ჩატარება
|
მთელ კლასთან
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკა
ტექსტი, ცდის ჩასატარებელი მასალა, კომპიუტერი
|
15
|
ზეპირი კომენტარები
ზეპირი კომენტარები
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის
სტრუქტურას და მიზნებს
მოსწავლეთა მზაობის დადგენა.
მოსწავლეებს შეექმნებათ მოლოდინები , აუმაღლდებათ მოტივაცია.
|
2
|
წყვილური
სავარჯიშოს
შესრულება/შემოწმება
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ჰენდაუთებს და ისინი შემოხაზავენ სამი
სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთს. მასწავლებელი სთხოვს წყვილებში მომუშავე წევრებს წარმოადგინონ
პრეზენტაცია. სსსმ მოსწავლე აკავშირებს ბუნებრივ მოვლენებს შესაბამის სურათებთან
|
წერა,
პრეზენტაცია.
|
წყვილებში მუშაობა
|
ჰენდაუთები, კალამი,სამუშაო ფურცლები
მარკერი,დაფა
|
8
|
წყვილში მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. სსსმ მოსწავლის
შეფასების განმავითარებელი რუბრიკა.
|
მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის გამოვლენას.
|
3
|
ა) ახალი მასალის გადმოცემა.
მასწავლებელი წერს დაფაზე კითხვებს(what, how,why)განსახილველი თემის
გამოსაცნობად.
მოკლე ვიდეოფილმის ჩვენებით მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რა გაიგეს
ფილმიდან. უცხო ტექსტის წაკითხვა:‘’How do animals live in the
deserts’’( როგორ ცხოვრობენ ცხოველები უდაბნოში?)
ახალი სიტყვების ახსნა-სწავლება(დაფაზე)
ბ) წყვილური
სავარჯიშოს
შესრულება/შემოწმება
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას და არიგებს ჰენდაუთებს,ისინი
აკავშირებენ უცხო სიტყვებს შესაბამის განმარტებებთან და ასრულებენ დიაგრამას. სსსმ
მოსწავლე აფერადებს ბუნებრივ მოვლენებს(წვიმა ,ქარი,ნისლი,თოვლი)
|
ტექსტის კითხვა/თარგმნაწერა
პრეზენტაცია
|
მთელ კლასთან /ინდივიდუალუი
მუშაობა წყვილებში
|
ვიდეო მასალა,
პროექტორი,
დაფა ცარცი,
კომპი
უტერი,
ჰენდაუთები, კალამი,
სამუშაო ფურცლები
მარკერი
,დაფა
|
15
|
ზეპირი კომენტარები
წყვილში მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
|
ფილმის ყურებით ახალი ინფორმაციის დამახსოვრება და კრიტიკული აზროვნების
განვითარება.
მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილზე შესწავლილი ლექსიკური მასალის ცოდნის
გამოხატვას
|
4
|
გაკვეთილის
შეჯამება და მოსწავლეების განმავითარებელი შეფასება.
მასწავლებელი აჯამებს გაკვთილზე განხილულ მასალას და მოსწავლეებს სთავაზობს შეავსონ თვითშეფასების კითხვარი. |
შეჯამება/
შეფასება
/დავალების მიცემა
|
მთელ კლასთან
ინდივიდუალური
|
თვითშეფასების
კითხვარი,
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
|
7
|
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
|
მიღებული ცოდნის შეჯამება.
მოსწავლეთა მიღწევის დონის დადგენა.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები
გაკვეთილის ბოლოს ინგლისურ ენაზე შეძლებენ:
წყლის მნიშვნელობის აღწერასა და მასზე
მსჯელობას;
კოგნიტური დიაგრამების ლოგიკურ დაკავშირებას;
მცირე ზომის უცხო ტექსტის წაკითხვასა და გაგებას;
მოახდენენ ბუნებისმეტყველებეში
შესწავლილი საკითხის დაკავშირებას ინგლისურ
ენაზე.
წყვილებში მუშაობის განმავითარებელი
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მოსწავლეებმაგაიგეს ვიდეო მასალა
და
სწორად გასცეს
კითხვებზე პასუხი
|
|||
მოსწავლეებმაშეასრულეს წყვილებში
დავალება
|
|||
მოსწავლეებმაგაიგეს ახალი სიტყვები
და სწორადგამოიყენეს დავალების შესასრულებლად.
|
|||
მოსწავლეები ყოველთვის იცავენ დროის
ლიმიტს
|
|||
მოსწავლეებმაგაიგეს ცდის მიზანი
|
განმავითარებელი შეფასების სქება
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მოსწავლემ გაიგო ვიდეო მასალა და სწორად გასცა კითხვებზე პასუხი
|
|||
მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული
საგაკვეთილო პროცესში
|
|||
მოსწავლემ გაიგო ახალი სიტყვები
და სწორად გამოიყენა დავალების შესასრულებლად.
|
|||
მოსწავლემ გაიგო ცდის მიზანი
|
თვითშეფასების ცხრილი
სახელი,გვარი :
კრიტერიუმები
|
არასდროს
|
ხანდახან
|
ხშირად
|
||||||||||||||||
ყურადგებით
ვუსმენდი მასწავლებლის ინსტრუქციებს თითოეული აქტივობისთვის
|
|||||||||||||||||||
გავიგე
უცხო ტექსტის შინაარსი
|
|||||||||||||||||||
ვიდეო
მასალა ჩემთვის გასაგები იყო
|
|||||||||||||||||||
აქტიურად ვიყავი ჩართული მეწყვილესთან აქტივობებში
|
|||||||||||||||||||
კარგად
გავიგე უცხო სიტყვები
|
|||||||||||||||||||
ახსნილი
მასალის ირგვლივ ვუპასუხე სწორად შეკითხვებს
|
|||||||||||||||||||
სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
|
No comments:
Post a Comment