Wednesday, May 15, 2019

ღია გაკვეთილი თემაზე ,,Meet Miss Springfield'' ,,გავიცნოთ მის სფრინგფილდი''


ღია გაკვეთილის გეგმა
გამჭოლი კომპეტენციების გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში
 სსიპ - ქალაქ ტყიბულის N 6-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
თამარ აბდალაძე
გაკვეთილის თემა: ‘’გავიცნოთ მის სპრინგფილდი’’  (’’ Meet Ms. Springfield’’ )
სწავლების საფეხური, კლასი: დაწყებითი, 3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 26 მოსწავლე ირიცხება,სსსმ მოსწავლე არ არის.
პედაგოგი: თამარ აბდალაძე
თარიღი :11.12.2018
ესგ-ით განსაზღვრული სტანდარტი, მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
 Iუცხ.დაწყ(I).1 მოსწავლე ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას(პერსინაჟთა გარეგნობას,ობიექტის ნიშან-თვისებებს )
 Iუცხ.დაწყ(I).3 აღწერს სურათს,პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით.
Iუცხ.დაწყ(I).5მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას პრაგმატულ ტექსტებში.
Iუცხ.დაწყ.(I).7 ამოიცნობს ტექსტის ტიპს სტრუქტურული თავისებურებების მიხედვით.
 Iუცხ.დაწყ.(I).9 აფასებს სწავლის პროცესს
გაკვეთილის აქტუალობა  : ყოველდღიური რუტინის  და გარეგნობის აღწერა დახასიათება.
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს  შესაბამისი ინტონაციითა და მახვილებით წარმოთქვას და დანომროს 5-6 ქმედების გამომხატველი ილუსტრაციები
·         გაიგოს უცხო ტექსტის შინაარსი და უშეცდომოდ ამოიცნოს მისი ფაქტობრივი ინფორმაცია მოსმენითა და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან ახლანდელი განგრძობითი დრო და ლექსიკური ერთეულლების უმეტესი ნაწილი.
მოსალოდნელი პრობლემები:  მოსწავლეებს შესაძლოა გაუჭირდეთ ახლანდელი მარტივი დროის სწორად გამოყენება წინადადებებში.
სასწავლო მასალა და რესურსები: ინგლისური ენის სახელმძგვანელო:’’new building block 3’’, კომპიუტერი,აუდიო მასალა,თაბახის ფურცლები, მარკერი, წებოვანი ქაღალდი და საწერკალამი.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

აქტივობა
                         
დრო
 1.კითხვა/პასუხი
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვაების შედეგ,აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს და ამოწმებს დავალებას წყვილბში წაკითხვით.
3წთ
2.წინარე ცოდნის გამოკითხვა
ციფრების სიტყვათა ბარათების ჩვენების შემდეგ,მოსწავლეები დაფაზე წარმოდგენილ  პოსტერზე ფაქტობრივ ინფორმაციის მეშვეობით,  ამოიცნობენ  თუ რა და რამდენი ნივთია მასზე.
მოსწავლეები აერთებენ დაფაზე წარმოდგენილ რიცხვებს
 შესაბამის  სიტყვებთან.
4წთ

3. პრეზენტაცია
დაფაზე გაკრული სიტყვათა ბარათების ჩვენება და მათი მნიშვნელობის მინიშნება მოსწავლეთათვის.
4წთ
4. იპოვე სიტყვა
და წაიკითხე
მასწავლებელი ამბობს სიტყვებს ქართულად და ისინი პოულობენ დაფაზე მათ შესაბამის განმარტებას ინგლისურად და შემდეგ კითხულობენ
3წთ
5.წინადადების შეგენა
მოსწავლეები აწყობენ გონებრივ იერიშს. დაფაზე წარმოდგენილი სიტყვების მეშვეობით გამოიცნობენ ახალი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციას, ,მასწავლებელი ეხმარება მათ წინადადების ფორმირებაში დაფაზე დაწერილი საწყისი სიტყვებით(She has got ….She likes… She doesn’t like….)
3წთ
6. მოსმენა
კითხვა

მოსწავლეები უსმენენ ტექსტს ორჯერ. პასუხს ცემენ კხვებს და  ასრულებენ წიგნში მოცემულ სავარჯიშოს , სადაც ოთხი ვარიანტიდან ერთი -ერთი სწორი პასუხი უნდა შემოხაზონ.ისინი მოსასმენი სავარჯიშოს ვარიანტებს თვალსაჩინოების მიზნით ამოწმებენ  დაფაზე წარმოდგენილი  ინფორმაციული ტექსტების მეშვეობით და კითხულობენ სწორ მონაკვეთებს მათში.
5წთ

7.ინფორმაციული ცხრილი
ინფორმაციული ცხრილის მეშვეობით მოსწავლეები ანაწილებენ სიტყვებს  შესაბამის საინფორმაციო  ველში.ისინი მუშაობენ ჯგუფებში.
6წთ
8. პოსტერის შექმნა
წაკითხვა
მოსწავლეები ნომრავენ მოქმედებათა გამომხატველ ილუსტრაციებს და აკავშირებენ სურათებს შესაბამის  ინფორმაციასთან და ქმნიანნ პოსტერს.ისინი მუშაობენ ჯგუფებში.
7წთ
9. ‘’Ball toss’’
წინადადებების დაჭერა/თარგმნა.
ინერვიუ
მასწავლებელთან
მასწავლებელი ესვრის მოსწავლეს ბურთს და კითხულობს წინადადებას ახალი გაკვეთილიდან, ის ბავშვი ვინც ბურთს დაიერს თარგმნის ქართულად.
მოსწავლეები კითხვებს უსვამენ მასწავლებელს და ახდენენ შემდგომ მის პრეზენთაციას.
5წთ
10.განმავითარებელი
შეფასება.
მოსწავლეთა
თვითშეფასება

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს გაწეული სამუშაოსათვის  განმავითარებელი რუბრიკის მეშვეობით  და აგრეთვე აძლევს მათ  რჩევებს გასაუმჯობესებელი უნარების განსავითარებლათ.მოსწავლეებბი ავსებენ თვითშეფასების ცხრილს ინდივისუალურად დავალება: სამუშაო რვეულში გვ:38. მათ უნდა ჩასვან :’’has got; likes; is ‘’ გამოტოვებულ ადგილებში.
3წთ








ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი რუბრიკა

კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
გასაუმჯობესებელი
ყველა ჩართულია დავალების შესრულებაში



უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს


სწორად იყენებენ ინსტრუქციას,მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით

ყოველთვის იცავენ დროის ლიმიტს




თვითშეფასების ცხრილი
სახელი, გვარი :

კი
არა
ნაწილობრივ
გაკვეთილზე ვიყავი ყურადღებით



ვითვალისწინებდი სხვის აზრს



გამოვხატე ჩემი აზრი



ვიმუშავე დამოუკიდებლად



კარგად შევასრულე ყველა დავალება



გავიგე ახალი მასალა




No comments:

Post a Comment